არჩევნები 2021

კალაძე: მისასალმებელია, თუ დიპლომატიური კორპუსი გააკეთებს განცხადებებს ენმ-ის ძალადობაზე

ზოგადად, დიპლომატიური კორპუსი თუ უფრო მეტად ჩართული იქნება და გააკეთებს განცხადებებს იმ ძალადობასა და დესტრუქციაზე, რაც სამწუხაროდ ხდება, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ნაციონალური მოძრაობის მხრიდან იგივე აჭარაში მივარდნა, იგივე პროვოკაციები, რაც მოაწყეს. ძალადობას არ აქვს არანაირი გამართლება, რაც უფრო მეტი ადამიანი ვიქნებით ამაში ჩართული - დიპლომატიური კორპუსი თავიანთი მოწოდებებით, იგივე ჩვენ, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომ მიუღებელია ძალადობა, როგორც ფიზიკური ასევე, ფსიქოლოგიური, ეს ყველაფერი ყველამ ერთად უნდა შევაჩეროთ.

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე.

კომენტარები