გავრილოვის ღამე

20 ივნისს დაზარალებული ლუკა პეტრიაშვილისთვის სახელმწიფოს 35 000 ლარის გადახდა დაეკისრა

ტბელ აბუსერიძე

სასამართლომ 20 ივნისის ღამეს დაზარალებული ერთ-ერთი მშვიდობიანი დემონსტრანტის ლუკა პეტრიაშვილის საქმეზე დარღვევა გამოაცხადა და სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 35 000 ლარის გადახდა დააკისრა. 

პეტრიაშვილის საქმეს სასამართლოში იურისტი გვანცა კვარაცხელია და ბექა ბასილაია იცავდნენ. 

როგორც კვარაცხელიამ ტაბულასთან საუბრისას თქვა, ეს პირველი პრეცედენტია 20 ივნისის საქმეზე, როცა სასამართლომ აღიარა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ სახელმწიფომ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.  

"ლუკა პეტრიაშვილის სასარგებლოდ სასამართლომ სახელმწიფოს 35 000 ლარის გადახდა დააკისრა და დაადგინა, რომ დარღვევა იყო მის მიმართ, სახელმწიფომ გადაამეტა თავის ძალას, არაპროპორციული ღონისძიება გამოიყენა და მშვიდობიან მოქალაქეს ლუკა პეტრიაშვილს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. ეს არის პირველი პრეცედენტი 20 ივნისის საქმეზე, როდესაც დაზარალებულის სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა ანუ აღიარა, რომ იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლის წინააღმდეგაც სახელმწიფომ გადაამატა ძალას. 

სხვა დაზარალებულების საქმეებზეც გვაქვს შეტანილი და იმედი გვაქვს, იმ საქმეებზეც ასეთ გადაწყვცეტილებას გამოიტანს სასამართლო". - ამბობს გვანცა კვარაცხელია. 

გავრილოვის ღამე – გამოუცხადებელი დარბევის ქრონიკა.

კომენტარები