COVID-19-ის ვაქცინა

FDA-მ PFIZER-ის ვაქცინის ბუსტერ დოზას საგანგებო ავტორიზაცია მიანიჭა

აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ [FDA] 65+ ასაკის და 18 წლიდან მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის Pfizer-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზას საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა

ვაქცინის ბუსტერის დოზის მიღება რეკომენდებულია მეორე დოზით აცრიდან 6 თვის ინტერვალში.  

FDA-ს განმარტებით, ბუსტერი დოზა ზრდის ვაქცინის ეფექტიანობას, რაც ამცირებს COVID-19-ის მძიმე ფორმების განვითარების შანსებს.

კომისიის წარმომადგენლის, ჯანეტ ვუდკოკის თქმით, ბუსტერი დოზის მიღების საშუალება ექნებათ: მასწავლებლებს, სოციალურ მუშაკებს, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ პირებს, მაღაზიების თანამშრომლებს და იმათ, ვისაც სხვა დაავადებების აწუხებს და მაღალი რიკის ქვეშ იმყოფებიან.  

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მოსახლეობის მხოლოდ 17%-ა 65 წელს გადაცილებული, ისინი ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, რადგან COVID-19-ით დაღუპულთა შემთხვევების 77% სწორედ მათზე მოდის. 

ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ბუსტერი დოზა მნიშვნელოვნად გაზრდის ხანდაზმულთა თავდაცვით შესაძლებლობებს. 

"FDA-ს დღევანდელი გადაწყვეტილება არის ჩვენ შორის ყველაზე დაუცველების ვირუსისგან დაცვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი". – თქვა Pfizer-ის დირექტორმა, ალბერტ ბურლამ.


23 აგვისტოს, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ Pfizer-BioNTech-ის მიერ შემუშავებულ Covid-19-ის ვაქცინას საბოლოო, სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

"საზოგადოებას შეუძლია მეტად დარწმუნდეს, რომ ვაქცინა აკმაყოფილებს  უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს, რასაც FDA მთავარ მოთხოვნად აყენებს პროდუქტის ავტორიზაციისთვის". – თქვა FDA-ის მოქმედმა კომისარმა, ჯანეტ ვუდკოკმა.

FDA-ის გადაწყვეტილების შემდეგ Pfizer-ის ვაქცინა Covid-19-ის პირველი ვაქცინაა, რომელმაც  სრული ავტორიზაცია მიიღო. 

 

კომენტარები