არჩევნები 2021

ჯაფარიძე: დავუკვეთეთ კვლევა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების რეიტინგი 25%-ზე ნაკლებია

ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia / Facebook

ფრაქცია ლელო — პარტნიორობა საქართველოს თავჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მათი პარტიის მიერ დაკვეთილი კვლევის თანახმად, ქართული ოცნების რეიტინგი თბილისში 25%-ია. 

ჯაფარიძეს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა. 

"დავუკვეთეთ ჩვენ კვლევა, რომელმაც გვაჩვენა, რომ ქართული ოცნების რეიტინგი თბილისში არის 25%-ზე ნაკლები. ეს იყო თვე-ნახევრის წინ, ახლა ვფიქრობ 20%-ზე ნაკლებია, ამიტომ, მათი გამარჯვება გამორიცხულია. 

შარშანდელი გაყალბების მსგავსი ვერ იქნება წელს. გვეყოლება დამკვირვებლები. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ამ არჩევნებს განიხილავენ, როგორც გარდამტეხ არჩევნებს. გვეყოლება 12 ჯერ მეტი უცხოელი დამკვირვებელი ვიდრე შარშან გვყავდა. ჩვენი ლელოს დამკვირვებლებიც გვეყოლება ყველა ოლქში. დათვლა იქნება ლაივ რეჟიმში, ვიდეო-კამერების მეთვალყურეობის ქვეშ. ქართული ოცნება მარცხდება ძალიან მწარედ". - თქვა ჯაფარიძემ რუსთავი 2-ის ეთერში საუბრისას.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები