ფარული მოსმენები

კობახიძე: მგონი, კარლ ჰარცელის განცხადება დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო

ის, რომ ჩვენი მეგობრები ინტერესდებიან ასეთი ფაქტებით, არის აბსოლუტურად ბუნებრივი. როდესაც არის თუნდაც ნიშნები იმის, რომ ვიღაცა ვიღაცას უსმენდეს უკანონოდ, რა თქმა უნდა, ამით ჩვენი მეგობრები დაინტერესდებოდნენ და დაინტერესდნენ კიდეც, ამიტომ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი, ვინ რა ინფორმაცია გაიტანა, რა იყო ავთენტური, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაციები სინამდვილეს და ა.შ. ამაზე ზოგადი შეფასებები ჩვენგან იცით.

რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის განცხადებას, მე არ ვარ დიპლომატი და შეიძლება, ვერ ვერკვევი ბოლომდე ამ საკითხებში, მაგრამ დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ, მე მგონი, იყო აცდენილი, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  ელჩების ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაზე. ჰარცელმა ასევე თქვა, რომ უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო ფარულ მოსმენებთან და მიყურადებით მოპოვებულ ფაილებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელის სათავო ოფისში დაიბარეს. 

კომენტარები