უკრაინა

კიევის ოლქში უკრაინის პრეზიდენტის პირველი თანაშემწის მანქანა დაცხრილეს, დაჭრილია მძღოლი

უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, კიევის ოლქში სოფელ ლისნიკისთან ახლოს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდომირ ზელენსკის პირველი თანაშემწის, სერგეი შეფირის მანქანა დაცხრილეს. მანქანას ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს. ავტომობილს სულ მცირე 10 ტყვია მოხვდა.

თავდასხმის შედეგად სამი ჭრილობა მიიღო მანქანის მძღოლმა. ის რეანიმაციაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. თავად სერგეი შეფირი არ დაშავებულა. 

სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა.

კომენტარები