ჯეიმს ბონდი

დენიელ კრეიგი: ქალმა მსახიობმა ჯეიმს ბონდი არ უნდა ითამაშოს

Colider

ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელმა, დენიელ კრეიგმა, ინტერვიუში ჯეიმს ბონდის სქესზე ილაპარაკა.

"რატომ უნდა ითამაშოს ჯეიმს ბონდი ქალმა მსახიობმა, როდესაც შეიძლება ისეთივე კარგი ახალი პროდუქტის შექმნა, რომელშიც მთავარი გმირი ქალი იქნება". – ამბობს მსახიობი.

კრეიგის პოზიციას იზიარებს პირს ბროსნანისა და დენიელ კრეიგის ფილმების პროდიუსერი ბარბარა ბროკოლიც.

"მისი კანის ფერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ის აუცილებლად კაცი უნდა იყოს. ვფიქრობ ქალებისთვის ახალი პერსონაჟები უნდა შევქმნათ. კაცი პერსონაჟის გადაკეთება ქალად ჩემს ინტერესებში არ შედის, ვფიქრობ ქალები ამაზე გაცილებით საინტერესონი ვართ". – ამბობს პროდიუსერი.

დენიელ კრეიგმა მეხუთედ და უკანასკნელად შეასრულა აგენტი 007-ის როლი. რიგით 25-ე ბონდიანა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს გამოვა. 

ჯეიმს ბონდი იან ფლემინგის ჯაშუშური რომანების გმირია. პირველი წიგნი 1953 წელს, ხოლო პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ეკრანიზაცია 1962 წელს გამოვიდა. სუპერაგენტის როლი სხვადასხვა წლებში შონ კონერიმ, როჯერ მურმა, ჯორჯ ლეზენბიმ, ტიმოტი დალტონმა, პირს ბროსნანმა და დენიელ კრეიგმა შეასრულეს. ვინ იქნება ახალი ბონდი ამ ეტაპზე უცნობია, დაუდასტურებელი ჭორის თანახმად 007 შესაძლოა იდრის ელბამ განასახეროს. 

კომენტარები