დემნა გვასალია

დემნა გვასალიამ ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდოს ნომინაცია მიიღო

GQ

ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ, ამერიკის დიზაინერთა საბჭოს დაჯილდოების(CFDA) ნომინაცია მიიღო.

Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი ქალის ტანსაცმლის საუკეთესო დიზაინერის კატეგორიაშიაა წარდგენილი. იმავე კატეგორიაში მოხვდნენ მოდის სახლ Prada-ს და Valentino-ს წარმომადგენლები.

CFDA მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი პრესტიჟული დაჯილდოებაა, რომელიც 1981 წელს დაარსდა. წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია 10 ნოემბერს გაიმართება.

გვასალიამ 2017 წელს იგივე კატეგორიაში გაიმარჯვა. იმ დროს ქართველი დიზაინერი Balenciaga-ს და Vetements-ს ერთდროულად ხელმძღვანელობდა.

კომენტარები