ფარული მოსმენები

აქციაზე დაკავებული ოპოზიციის საერთო კანდიდატები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გირჩი-მეტი თავისუფლების აქციაზე დაკავებული ოპოზიციის საერთო კანდიდატები, ბორის ყურუა და ნიკა მოსიაშვილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ყურუასა და მოსიაშვილის თქმით, მათ საქმეებზე სასამართლო პროცესი გაიმართება, თუმცა ჯერჯერობით თარიღი უცნობია.

დღეს, 16 სექტემბერს, გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებმა სუს-ის შენობასთან შკოდა მიიყვანეს და დალეწეს. აქცია-პერფორმანსი 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებს უკავშირდებოდო, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყურუა და მოსიაშვილი სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები