ფარული მოსმენა

ვაშაძე: როდემდე ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც დღევანდელ საძაგლობას სულ წარსულით ამართლებენ

როდემდე უნდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც გვისმენენ, ქვეყანაში, სადაც გვითვალთვალებენ, სადაც დღევანდელ საძაგლობას მუდმივად წარსულით ამართლებენ. როდემდე უნდა ვიცხოვვოთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებას არ ესმის ხალხის პრობლემის და მუდმივად ცდილობს ტყუილით გადაფაროს აბსოლუტურად ყველაფერი. ქვეყანაში, სადაც აწმყო უპირისპირდება წარსულს და არსად არ არის მომავალზე ლაპარაკი.

დღეს, საქართველოში სიტყვამ ფასი დაკარგა, არაფრის თქმას თითქოს აზრი აღარ აქვს. რაც არ უნდა თქვა, გამოვა ვიღაც, მოიგონებს, შეთხზავს და იწყებს მტკიცებას, რომ ეს სიმართლეა. წარმოუდგენელია ამ რეალობაში ცხოვრება. დღეს "ქართულ ოცნებას" მუდმივად ერთი რამე აკერია პირზე: წარსული, წარსული, წარსულის დანაშაულები. თვითონ რომ ამხელა დანაშაულს სჩადის?! თვითონ რომ წაართვა, ფაქტობრივად, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს მომავალი?! ამაზე არავინ საუბრობს.

სწორედ ამიტომ შევქმენით მესამე ძალა, რომ გავარღვიოთ აწმყოსა და წარსულის ბრძოლის მოჯადოებული წრე, ჩვენ გვჭირდება მომავალი, განვითარება, საქმის კეთება. ჩვენ გვჭირდება ტყუილის დამთავრება ქვეყანაში. 

პოლიტიკური პლათფორმის, მესამე ძალის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმაურება სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებ

კომენტარები