ფარული მასალები

ვოლსკი მასალებზე: ყოფილმა თანამშრომელმა რაღაც ფურცლები ააფრიალა – არაფერს ნიშნავს

გამოვიდა ერთი ყოფილი თანამშრომელი და თქვა, რომ ყველას ვუსმენთ - რაღაც ფურცლები წარმოადგინა და ააფრიალა. ეს არაფერს არ ნიშნავს,რა საკვრიველია. მაგრამ, შესწავლა საკითხის და ამაზე მკაფიო კომენტარების გაკეთება საზოგადოების საყურადღებოდ არის აუცილებელი. 

რაღაც ფურცელს რომ ააფრიალებს, ეს მტკიცებულება შეიძლება იყოს თქვენი ტელევიზიისთვის [მთავარი არხი] მაგრამ, მტკიცებულება შეიძლება არ იყოს კომპეტენტური საზოგადოებისთვის. დამატებითი კითხვები წარმოიშვა, ამ კითხვებს პასუხები სჭირდება.

ამბობს ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებზე.

კომენტარები