ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 13 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.12 თეთრით გაუფასურდა. დღევანდელი კურსით, ერთი დოლარი 3.1152 ლარი ღირს.

ევროსთან მიმართებით კი ლარი 1.51 თეთრით გამყარდა და გაცვლითმა კურსმა 3.6691 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, 1 თურქული ლირის კურსი 0.3683 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი 4.3047 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 14 სექტემბრიდან შევა.

კომენტარები