ვაქცინაცია

გამყრელიძე: პედაგოგების მინიმუმ ერთი აცრის საშუალო მაჩვენებელია 58%, სრულად აცრილია 36%

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55% მინიმუმ ერთი დოზით არის აცრილი, სრულად აცრილია – 33%. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პედაგოგების მინიმუმ ერთი აცრის საშუალო მაჩვენებელია 58%, საიდანაც სრულად აცრილია 36%. რაც შეეხება კერძო სკოლებს – მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 64%, სრულად კი 44%, საიდანაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია – 70%.

13 სექტემბრის დილის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 507 986 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 902 457 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 31.6%. სრულად ვაქცინირებულია 605 529 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 21.2%.


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები