მესმის, რომ ყველა ქართული ოცნების მხარდამჭერი ვერ იქნება და მესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრი მოქალაქეა განაწყენებული და აქვს პრობლემა, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ სიკეთის და ბოროტების გარჩევა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეს კარგად აქვს გააზრებული და ვერდიქტი აქვს გამოტანილი უკვე დიდი ხანია. ამიტომ, საჭიროა კიდევ უფრო მეტი, აქტიური, პირდაპირი კომუნიკაცია, მათ შორის, თუნდაც ჯერ კიდევ ამ შეცდენილ ადამიანებთან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ასეთ ადამიანებს აქვთ მასების შეცდომაში შეყვანის უნარი, მით უმეტეს იმ პროპაგანდის პირობებშიც, რაშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ძალიან რთულია, იმდენად აღრეულია ტყუილ-მართალი, გაარჩიო რა არის ტყუილი და რა - სიმართლე. ამიტომ, კიდევ უფრო პროაქტიულ რეჟიმში, გაათმაგებული ენერგიით ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ჩვენი ქვეყნის მსახურებას.
ქართული ოცნება
პრემიერი: მესმის, ყველა ჩვენი მხარდამჭერი არაა – შეცდენილ ადამიანებთან კომუნიკაციაა საჭირო
tbl.ge/5oma
დაკოპირდა

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დუშეთის მერობის კანდიდატის, მანანა ნარიმანიძის წარდგენაზე.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




