თვითმმართველობის არჩევნები

დეკანოიძე: სუს-ი ყველაფერს აკეთებს ენმ-ს სიის წევრების დასაშინებლად

ხატია დეკანოიძე
საქართველოს პარლამენტი

ენმ-ს წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ყველაფერს აკეთებს ოპოზიციური პარტიების და ენმ-ს სიის წევრების დასაშინებლად, ემუქრებიან მოქალაქეობის ჩამორთმევით ენმ-ს ნინოწმინდის კანდიდატს. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა და სახალხო დამცველს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. 

"ახალქალაქსა და ნინოწმინდაში სუს-ი, რომელიც ჩამოყალიბდა პოლიტიკურ პროკურატურად, მათ შორის, პოლიცია, ყველაფერს აკეთებს ოპოზიციური პარტიების და კერძოდ ჩვენი, ნაციონალური მოძრაობის სიაში მყოფი ადამიანების დასაშინებლად, უვარდებიან სახლებში.

მე მინდა, რომ ვთხოვო სახალხო დამცველს, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, არის მუქარა, რომ შეიძლება მოქალაქეობა ჩამოართვან ჩვენი ნინოწმინდის კანდიდატს, ამიტომ კოლეგებო, მაგრამ თქვენთან მომართვას მგონი აზრი არ აქვს - საქართველოს ძვირფასო საზოგადოებავ, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს 2 ოქტომბერს", - თქვა დეკანოიძემ. 

ოპოზიციის წევრები წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან სისტემატური მუქარისა და შანტაჟის არაერთი შემთხვევის შესახებ საუბრობენ.

კომენტარები