თვითმმართველობის არჩევნები

ხარჩილავა: მოქალაქეებმა უნდა დავიბრუნოთ თვითმმართველობებში ჩვენი ძალაუფლება

წალენჯიხის მერი, გიორგი ხარჩილავა

წალენჯიხაში თვითმმართველობის  ახლადარჩეულმა ოპოზიციურმა მერმა მუშაობა დაიწყო. გია ხარჩილავას თქმით, მნიშვნელოვანია, თვითმმართველობებს ჰქონდეთ მეტი ძალაუფლება და საკრებულოებში ეს ბრძოლა შეუქცევადი პროცესია. 

"მოქალაქეებმა უნდა დავიბრუნოთ თვითმმართველობებში ჩვენი ძალაუფლება და მოქალაქეებმა უნდა აღვიდგინოთ ჩვენი წარმომადგენლობითობა საკრებულოებში. ეს ბრძოლა არის შეუქცევადი. ამ ბრძოლის შეუქცევადობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი სწორედ წალენჯიხა გახლავთ, როგორც რაიონი, სადაც გაიმარჯვა ოპოზიციურმა აზრმა და სადაც დღეს ყალიბდება შემდგომი პერსპექტიული განვითარების გეგმები და ხედვები ჩვენს მეგობარ ორგანიზაციებთან ერთად". - ამბობს ხარჩილავა

წალენჯიხის მერის არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ხმების 51.11% მიიღო, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატმა, გოგა გულორდავამ – 48.89%. ცესკოს მონაცემებით, წალენჯიხა ქვეყნის ერთადერთი თვითმმართველი ერთეულია, რომელშიც ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

კომენტარები