US OPEN

ბასილაშვილმა მეტოქე 3:0 დაამარცხა და US OPEN-ის შემდეგ ეტაპზე გადავიდა

US Open

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელი მეტოქე მაქსიმ კრესი ანგარიშით 3:0 დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირის 1/16 ფინალის საგზური მოიპოვა.

პირველი სეტი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, თაი ბრეიქში ქართველმა სპორტსმენმა ანგარიშით 7:3 გაიმარჯვა. მეორე და მესამე სეტები ანგარიშით 6:3 და 7:5 დასრულდა. 

ჩოგბურთელისთვის ეს US Open-ზე მოპოვებული მეორე გამარჯვებაა, პირველ რაუნდში სებასტიან კორდა დაამარცხა.

შემდეგ ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე 24-ე ჩოგანი, ამერიკელი რაილი ოპელკა იქნება. 

ამერიკის ღია პირველობა ჩოგბურთის სამყაროში ოთხი მთავარი ტურნირიდან, ე.წ. დიდი სლემიდან ერთ-ერთია. 

კომენტარები