თვითმმართველობის არჩევნები 2021

ღარიბაშვილი: დაგებულ გზებს არ ვაშუქებდით, არ გვინდოდა მოსახლეობის შეწუხება

ჩვენ გავიყვანეთ გზები იქ, სადაც არ ყოფილა 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, არ აღდგენილა გზები. ჩვენ ამას იმიტომ კი არ ვამბობთ, რომ გვინდა ვინმეს დავაყვედროთ. ერთ-ერთი მთავარი ხელწერა, რატომაც შეიძლება არ ვახდენდით ამის გაშუქებას იყო ის, რომ არ გვინდოდა მოსახლეობის შეწუხება ზედმეტად. ეს ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, თუმცა, მეორე მხრივ, ვალდებულებაა ის, რომ შენს მოსახლეობას ანგარიში ჩააბარო, ამიტომ, აუცილებელია ამ ყველაფრის ჩვენებაც და მოსახლეობისთვის ამ ყველაფრის მიტანა, კომუნიკაცია, რასაც ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ ოქტომბრის თვიდან და ყველას ვაჩვენებთ ყველაფერს - რას ვაკეთებთ, რა გავაკეთეთ და რის გაკეთებას ვგეგმავთ.

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ჭიათურის მერობის კანდიდატის წარდგენისას.

კომენტარები