COVID-19-ის ვაქცინა

კვლევა: Pfizer-ის ვაქცინის ბუსტერი დოზა COVID-19-ით ინფიცირების რისკებს 80%-ით ამცირებს 

ფოტო: BBC.COM

ისრაელში ჩატარებული კვლევის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ბუსტერი დოზა დამატებით დაცვას უზრუნველყოფს და ვირუსით ინფიცირების რისკებს თითქმის 80%-ით ამცირებს. 

ვაქცინის მესამე დოზის მიღების შემდეგ, ერთიდან 13 დღემდე მონაკვეთში ინფიცირების რისკები 48-68%-ით მცირდება. დროსთან ერთად, იზრდება ბუსტერის ეფექტიანობაც, კერძოდ, ორი კვირიდან 20 დღემდე პერიოდში ინფიცირების ალბათობა 70-84%-ით მცირდება. 

ისრაელის მოსახლეობამ ბუსტერი დოზის მიღება ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყო. მეცნიერების დასკვნით, მესამე დოზის ეფექტიანობა ცალსახაა, თუმცა ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელება აუცილებელია. 

აშშ, გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი გეგმავს, რომ მოსახლეობას ვაქცინის მესამე, ბუსტერი დოზაც შესთავაზოს. 

 

კომენტარები