COVID-19-ის ვაქცინა

ევროკავშირის მოსახლეობის 70% სრულად ვაქცინირებულია

ევროკომისიის ცნობით, ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის 70%, რაც, დაახლოებით, 260 მილიონი ადამიანია, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილია.

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ უდიდესი მიღწევისათვის. თუმცა, ჩვენ წინსვლა უნდა განვაგრძოთ. უფრო მეტი ევროპელის აცრაა საჭირო. 

ასევე, ვაქცინაციის პროცესში ჩვენ დანარჩენ მსოფლიოსაც უნდა დავეხმაროთ. ევროკავშირი განაგრძობს პარტნიორების მხარდაჭერას". – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა. 

იანვარში ევროკომისიამ მიზნად დაისახა 2021 წლის ზაფხულის ბოლომდე მოსახლეობის 70%-ის აცრა.

ევროპარლამენტარების შეფასებით, აღნიშნული მიზანი მიღწეულია, თუმცა ამით ევროკავშირის ძალისხმევა არ სრულდება და ვაქცინაციის კამპანია ისევ აქტიურად უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ მოსახლეობის დარჩენილი ნაწილიც არ აიცრება. 

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის ტემპი ევროკავშირის ქვეყნებში განსხვავებულია, მატლის მოსახლეობის თითქმის 90%-ა სრულად აცრილი, პორტუგალიის – 80%, საფრანგეთის – 70%, რუმინეთის კი – 30%. 

ამჟამინდელი მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 5.3 მილიარდი დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული. 

NCDC-ს ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 14.3% სრულად ვაქცინირებულია, 28.1% კი ერთი დოზითაა აცრილი. 
 

კომენტარები