არჩევნები 2021

უგულავა: შსს არ მაძლევს ცნობას, რომელიც ფოთში ჩემი რეგისტრაციისთვის არის აუცილებელი

ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აძლევს ცნობას, რომელიც ფოთში მისი რეგისტრაციისთვის არის აუცილებელი. როგორც უგულავა წერს, ადგილზე არც უარის ქაღალდს აძლევენ. 

"ახლა მივდივარ ადგილზე. რამ შეგაშინათ ასე თქვე უდღეურებო, გასაგებია რამაც შეგაშინათ. წასხმის შიში რას არ გაგაკეთებინებთ. ასე არ დავტოვებ ამას. ხომ კარგად ხართ. უკვე პირდაპირ ლუკაშენკოს მილიციას ბაძავთ". – წერს უგულავა.          

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ საკითხზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. 

კომენტარები