კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ჟანგბადის მოხმარების ინტენსივობა ძალიან მაღალია, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოგვაქვს

ჟანგბადის მოწოდებისა და მოხმარების ინტენსივობა არის ძალიან გაზრდილი. ამ გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება ჟანგბადის იმპორტი, ლოჯისტიკური პროცესი ძალიან დატვირთულია, თუმცა, ჯერჯერობით, არცერთ კლინიკას პრობლემა ჟანგბადის მიწოდებაზე არ შექმნია.

ჩვენ ვთხოვთ მათ, რომ გამოიყენონ ჟანგბადის რაციონალური მოხმარების რეკომენდაციები. გამოიყენონ, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს, ვინაიდან იყო შემთხვევები, როდესაც ჟანგბადის სისტემა იყო გახსნილი, ჟანგბადი იკარგებოდა, პაციენტი მას ვერ იყენებდა. ასეთი ტიპის ხარვეზები რომ აღმოიფხვრას, ჩვენ მუდმივად გვაქვს კლინიკებთან კომუნიკაცია.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

კომენტარები