კორონავირუსი და შეზღუდვები

მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.  

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 4 სექტემბერს უნდა აღდგენილიყო. საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა 14 აგვისტოდან დაწესდა.

ასევე, საბჭოს მიერ დღეს, 31 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურად განახლდება. გადაწყვეტილება ეხება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებსაც. ასევე, კერძო და სახელმწიფო ბაღები 4 ოქტომბრამდე არ იმუშავებს.   

ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, "ალბათ, საჭირო გახდება შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება".

კომენტარები