მესამე ძალა

ვაშაძე, სამნიძე, კეკენაძე და სხვები – გიორგი ვაშაძემ მესამე ძალის წევრები წარადგინა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა მესამე ძალის პრეზენტაცია გაიმართა.

სტრატეგია აღმაშენებლთან ერთად, პოლიტიკურ პლატფორმას უერთდება ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე. რესპუბლიკური პარტიის წევრი ხათუნა სამნიძე. თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე თამარ კეკენაძე.

მესამე ძალას შემოუერთდნენ: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი რეზო კემულარია, იურისტი ვახტანგ იაშვილი, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ოთარ ბაღათურია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პაატა ჩიქოვანი და სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის წევრები. 

"დღეს ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა, ერთი მხრივ, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, დაბალი შემოსავლები, ფასების ზრდა, და მეორე მხრივ, კოვიდპანდემია, რომელიც ყველას შეგვეხო. ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ არსად არ მიდის პოლიტიკური პოლარიზება, დაპირისპირება, შუღლი, გაუტანლობა, ერთმანეთის ლანძღვა-გინება, სამწუხაროდ, ეს იქცა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად და ადამიანის, ხალხის ხმა, თქვენს საჭიროებებზე საუბარი ფაქტობრივად საერთოდ გაქრა პოლიტიკური პროცესიდან. სწორედ ამიტომ, სტრატეგია აღმაშენებლის გუნდთან ერთად, ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა პლატფორმა მესამე ძალა, რომელიც გააერთიანებს როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ, სხვადასხვა ტიპის პროფესიონალ ადამიანებს, რომლებიც ადამიანს, მის პრობლემებს, გაჭირვებას დააბრუნებენ ყოველდღიურ პროცესში". – თქვა გიორგი ვაშაძემ. 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები