კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: პიკს გადავდივართ და ალბათ დავეშვებით თანდათან ქვემოთ

ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნიშანია, რომ ჩვენ ეს მეოთხე ტალღა გადავდივართ თუ გადავიარეთ, პროგნოზულად კეთილსაიმედოა, მაგრამ ჩვენ არავითარ თვითდამშვიდებას არ უნდა მივეცეთ. ანუ, მოკლედ რომ გითხრათ, პიკს გადავდივართ და ალბათ უკვე დავეშვებით თანდათან ქვემოთ, თუ რამე სერიოზული ბუსტერი არ გაჩნდა ქვეყანაში.

თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ, რომ სერიოზული მდგომარეობაა ქვეყანაში და ყველამ ვატაროთ ყველგან პირბადე. ამდენს ვსაუბრობთ, რომ გვქონდა 50% და იყოს 75% და შემდეგ კიდევ უფრო მეტი, პირიქით, უფრო უგულებელვყოფთ ამ ყველაზე ძლიერ დამცველ საშუალებას და 50%-ს დაბლა ჩამოდის პირბადის ტარების მაჩვენებელი

NCDC-ს დირექტორი ამირან გამყრელიძე რუსთავი ორთან საუბარში.

კომენტარები