საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია

მეუფე ნიკოლოზი ბერ იოანეზე: რომ დავიახლოვე, ბევრად მძიმე ლექსიკა ჰქონდა

"თქვენ არ იცით, რა ლექსიკა ჰქონდა, ეკლესიისკენ მოყვანა რომ დავიწყე". - ასე ეხმაურება ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ფორმულას მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც თავკვეთულის მონასტრის ბერი იოანე ჟურნალისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.  

"თქვენ ისიც არ გაინტერესებთ, ეს ადამიანი საიდან ამოვიყვანე მე. ეს მართლა ასეა, თქვენ არ იცით, რა ლექსიკა ჰქონდა ამ ადამიანს, როცა მე ეკლესიისკენ დავიწყე ამ ადამიანის მოყვანა, საიდან მოვიყვანე. არ მოგისმენიათ, ეს იმასთან შედარებით... სანამ ჩემთან მოვიდოდა და რომ დავიახლოვე, მისი ლექსიკა ბევრად უფრო მძიმე იყო. ბევრად უფრო ძლიერი ფსიქოლოგიური და ფსიქიკური ზიანი ჰქონდა. არ ამართლებს...

თქვენი ჟურნალისტი როგორ მოხვდა დღეს იმ მონასტერში, იცით? ფიზიკურად როგორ გადავიდა? ხიდი არის იქ გაკეთებული, წელს გაგვიკეთა ხელისუფლებამ დიდი თხოვნის შემდეგ. მდინარეზე ამ ხიდის გარეშე ვერ გადახვალ. 5 წელია ეს ბერი იქ ცხოვრობს, მარტო. ტურები, მგლები, ძროხები, რომლებიც უნგრევენ ყველაფერს... ერთხელ გველი შემოეხვია ფეხზე. 5 წელია მარტო, მშიერი ცხოვრობს, რითიც შემეძლო, ვეხმარებოდი". - ამბობს მეუფე ნიკოლოზი ფორმულასთან.  

დღეს, 28 აგვისტოს, ბერმა იოანემ ფორმულას ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.  

"ჟურნალისტი კი არა, პირშისტი ხარ, პირში არ აგიღია? წადი, შენი დედას დავეცი ახლა, რა. შეურაცხყოფას გაყენებ კი არა დედა გიტირე. იდი ნახუი რა". – მიმართა ბერმა ფორმულას ჟურნალისტს. 

ასევე, ბერი ახალგაზრდა კაცს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდა. 

"რა კრეტინი ხარ, ბიჭო? აბა შენნაირთან რა ვიომო, მოვა სპეცრაზმი, ასე მოგკიდებს ხელს და გაგაუპატიურებს უკნიდან. არ გინდა?" - ამბობს ის ჩანაწერში. 

ასევე, სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა ჩანაწერი, სადაც ბერი იოანე ჟურნალისტს ემუქრება

""შვილი არ გინდა? გინდა, მუცელში მოგიკვდეს? ეკლესიას ნუ დაეჯახები [...] შეიძლება მიხვიდე, ვიღაც გარდაცვლილი დაგხვდეს სახლში, რად გინდათ? შეიძლება, ცილი დამწამოთ. ახლა, მე არ წამოვალ, თქვენ დევნას არ დავიწყებ, მაგრამ შვილები მყავს, ისინიც ძველი განგსტერები არიან, გამოვუშვებ და სადღაც გაგიხვრეტენ რაღაცებს". - მიმართავს ის ჟურნალისტს.  

კომენტარები