საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ბერი იოანე ჟურნალისტს: შვილი არ გინდა? გინდა, მუცელში მოგიკვდეს? ეკლესიას ნუ დაეჯახები

სამხრეთის კარიბჭე

"შვილი არ გინდა? გინდა, მუცელში მოგიკვდეს? ეკლესიას ნუ დაეჯახები". - სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, უთხრა თავკვეთულის მონასტრის ბერმა იოანემ მათ ჟურნალისტს, რიმა სარუხანიანს. 

"იცი, რა იქნება? დაისჯებით. გათხოვილი ხარ? არ გინდა, რომ გათხოვდე? არ გინდა, შვილი გყავდეს? ჯერ არა, არ გინდა, ვაბშე, შვილი გყავდეს? მერე, გინდა, ის შვილი მუცელში მოგიკვდეს? რა ჯანდაბად გინდა? ეკლესიას ნუ დაეჯახებით. თქვენი საქმე არ არის, ცოდოები ხართ. შეიძლება მიხვიდე, ვიღაც გარდაცვლილი დაგხვდეს სახლში, რად გინდათ? 

შეიძლება, ცილი დამწამოთ. ახლა, მე არ წამოვალ, თქვენ დევნას არ დავიწყებ, მაგრამ შვილები მყავს, ისინიც ძველი განგსტერები არიან, გამოვუშვებ და სადღაც გაგიხვრეტენ რაღაცებს. როგორი კარგი იქნება? გემუქრები კი არა, გემუქრები თუ გინდა. გეხუმრები, ტო, ვერ არის ეს, ტო. მუქარა შენ არ იცი კიდევ რა არის. მისმინე, იცი, რაები მაქვს გავლილი? ქალაქელი ვარ, კარგად შემომხედე თვალებში, რა. შემომხედე, იცი, რას ვაკეთებ? ამ ქვეყნის საქმეს ვაკეთებ, ვაშენებ. ვანგრევ რამეს და ვაფუჭებ, შენ გგონია? დამუქრება რომ მინდოდეს, რაღაც ისეთს გავაკეთებდი, ვაბშე არ დაგემუქრები, ეგ რომ მინდოდეს, რაღაც გეტკინებათ იმ თქვენს ახალციხეში. ეგეთ რამეს არ ვაკეთებ, ქრისტიანი ვარ". - ამბობს ბერი ჩანაწერში.  

დღეს, 28 აგვისტოს, ბერმა იოანემ ფორმულას ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.  

"ჟურნალისტი კი არა, პირშისტი ხარ, პირში არ აგიღია? წადი, შენი დედას დავეცი ახლა, რა. შეურაცხყოფას გაყენებ კი არა დედა გიტირე. იდი ნახუი რა". – მიმართა ბერმა ფორმულას ჟურნალისტს. 

ასევე, ბერი ახალგაზრდა კაცს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდა. 

"რა კრეტინი ხარ, ბიჭო? აბა შენნაირთან რა ვიომო, მოვა სპეცრაზმი, ასე მოგკიდებს ხელს და გაგაუპატიურებს უკნიდან. არ გინდა?" - ამბობს ის ჩანაწერში. 

კომენტარები