კორონავირუსი საქართველოში

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის კოვიდ საბუთის წარდგენა სავალდებულო გახდა

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს სამსახურში COVID 19-ის საბუთის წარდგენის ვალდებულება დაეკისრათ.

ბრძანების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელი ვალდებულია, წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან კვირაში ერთხელ, საკუთარი ხარჯით აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

"ახალი კორონავირუსის გავრცელების და უმძიმესი ეპიდვითარების გამო, რაც ინდივიდუალურად და კოლექტიურად სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასევე სახალხო დამცველის აპარატში უსაფრთხო გარემოს შექმნისა და იმ პირთა დაცვის მიზნით, ვისთანაც აპარატის თანამშრომლებს აქვთ ურთიერთობა, სახალხო დამცველმა კოვიდ საბუთის წარდგენის ვალდებულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო". – წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები