კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: შეზღუდვების ადრე შემსუბუქებამ და უდისციპლინობამ გამოიწვია ასეთი ძლიერი ტალღა

ამას არ აქვს ერთი მიზეზი - რატომ დაგვატყდა ასეთი ძლიერი მეოთხე ტალღა თავს. ერთ-ერთი გახლავთ ის, რომ ცოტა ადრე შევამსუბუქეთ შეზღუდვები, იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდებოდა ეკონომიკის გახსნა, ქვეყანას სჭირდებოდა მეტი თავისუფლება...

...და მეორე, ასევე, ჩვენი სუყველასი, საზოგადოებრივი უპასუხისმგებლობა და უდისციპლინობა, ცოტა ვამწვავებ, მაგრამ ეგ არის, ახლა წითელი ბაღიდან გერთვებით, აგერ ვუყურებ და ვითვლი, ათი ადამიანიდან რამდენს უკეთია ნიღაბი, ხომ ვთქვით, რომ ნიღაბი ყველას... მე არასდროს არ ვაკისრებ მთელ პასუხისმგებლობას საზოგადოებას, მე ხშირად ვამბობ სიტყვა "სოლიდარობას"

NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე TV ფორმულას ეთერში.

კომენტარები