აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაზე მესამე დოზით აცრის რეგისტრაცია დაიწყო

iStock

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში 60 წელს გადაცილებულებს ვაქცინის მესამე დოზაზე დარეგისტრირება შეეძლებათ. 

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო მესამე დოზაზე დარეგისტრირების რეკომენდაციას გასცემს მედპერსონალისთვისა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებისთვისაც. 

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი გადაწყვეტილება ეყრდნობა ბოლო კვლევებს, რომლებიც 60 წელს გადაცილებულ პირებსა და შესუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზის რეკომენდაციას იძლევა.

29 ივლისს ისრაელი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც Covid-19-ის ვაქცინის მესამე დოზით აცრა დასაშვები გახადა.

კომენტარები