დღეს, 25 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერძნის, ნიკო ლორთქიფაიძის, გრიშაშვილის, ოპიზარის, დეკაბრისტების, საბანაძის, წალკის, ქუმსიაშვილის, ცურტაველის (ნაწილობრივ), გიორგი მერჩულეს, თელეთის, ხუციშვილის., სოღანლუღის და ნიზამ განჯელის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, ახვლედიანის და ქიაჩელის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბეთანიის, გალავნის, განთიადის, კვესეთის, დომინიკა ერისთავის, ნიაბის, საინგილოს, სათემოს, სომხეთის, გოლოვნის და სამხედროს ქუჩების მოსახლეობას.
14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალადაშვილის, დმანისის, ერევნის, კონსტანტინე ერისთავის და ხივინის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ბიჭვინთის, ზაჰესის, სკოლის, ალექსანდრე მანაგაძის, გრიგოლ ხანძთელის, რევოლუციის და ჩიქვანიას ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, სანკტ-პეტერბურგის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, უნივერსიტეტის, ედიშერ მაღალაშვილის, გიორგი გეგეჭკორის, ოთარ ლორთქიფანიძის და ოთარ ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.