22 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 286 187 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10.0%-ია. სულ მცირე, 1 დოზით აცრილია 675 978 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 23.7%.
ქვეყანაში ჯამურად ჩატარებულია 962 165 აცრა. ბოლო 24 საათში აიცრა 23 303 ადამიანი.
გასულ დღე-ღამეში COVID-19-ით კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 803 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 332 პირი.
ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:
- ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
- ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
- დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
- ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
- ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
- იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.
ნახეთ, სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.