ჯერჯერობით მთავარია დაწესებული შეზღუდვების აღსრულება, ამ ეტაპზე კიდევ დამატებითი შეზღუდვების თემაზე საუბარი არ არის, ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, [ინფიცირების] ციფრები დღეს არის შედარებით ოდნავ ნაკლები, ვიდრე იყო გუშინ და თუნდაც კვირის დასაწყისში, კარგია ის, რომ ჩვენ ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ.
ჯერ, რა თქმა უნდა, ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მცირედი სტაბილიზაციის სურათი გარკვეულწილად იკვეთება.
მთავარია, დღეს აღვასრულოთ ის რეკომენდაციები და რეგულაციები, რომლებიც უკვე დაწესებულია