რუსეთი-ჩინეთი

რუსეთისა და ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს

ფოტო: South China Morning Post

რუსეთისა და ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარეს ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომელიც მიზნად ისახავდა ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და საერთო მეტოქის წინააღმდეგ კოორდინირებულად მოქმედების დახვეწას. 

წვრთნები ჩინეთის ჩრდილოეთ რეგიონში თითქმის ერთ კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას 10 000-მდე სამხედრო პირი იღებდა. 

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, წვრთნების სერია რუსეთისა და ჩინეთის ანტიტერორისტული ოპერაციების ნაწილია და რეგიონში უსაფრთხოების დაცვას ისახავს მიზნად. 

ჩინელმა და რუსმა ჯარისკაცებმა ერთმანეთში საბრძოლო არსენალიც გაცვალეს. გამოცდებში მონაწილეობას იღებდა: 200 თვითმფრინავი, 200 ჯავშნოსანი ტექნიკა და 100 საარტილერიო დანადგარი.

რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს 2005 წლიდან ატარებენ. 

ექსპერტების შეფასებით, რუსეთსა და ჩინეთს შორის არსებული კავშირი და სამხედრო წვრთნები ძალის დემონსტრაციის ნაწილია, რომელიც მათი საერთო მეტოქის, აშშ-ს წინააღმდეგაა მიმართული. 
 

კომენტარები