საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე 3.8%-ით გაიზარდა და 22.1%-ს აღწევს.
2021 წლის II კვარტალში დასაქმების დონე შემცირებულია 1%-ით და 40.1%-ს შეადგენს.
სამუშაო ძალამ [ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ] შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 51.4% შეადგინა.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.2%-ით, ხოლო კაცებში – 5.7%-ით.
დასაქმების დონე, როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად – 0.3 და 2.0 პროცენტული პუნქტით.