პოლონეთი

პოლონეთმა ბელარუსის საზღვრის დასაცავად 900 სამხედრო გაგზავნა

პოლონელი სამხედროები მიგრანტების ჯგუფთან
Reuters

პოლონეთმა ბელარუსის საზღვრის დასაცავად კიდევ 900 სამხედრო გაგზავნა, მას შემდეგ, რაც ბელარუსიდან შემომავალი არალეგალური მიგრანტების ნაკადი გაიზარდა.

"პოლონეთის არმია პოლონელ მესაზღვრეებს ბელარუსთან საზღვრის დაცვაში ეხმარება... ამ ოპერაციაში 900-ზე მეტი სამხედროა ჩართული" – თქვა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა. 

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ამ თვეში საზღვრის გადაკვეთა 2100-მა არალეგალურმა მიგრანტმა სცადა, მათ შორის 138 მცდელობა გადაწყვეტილების მიღებამდე ბოლო 24 საათში მოხდა. 1342 მიგრანტი არ შეუშვეს, 758 კი დააკავეს. 

ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ბელარუსმა, ევროკავშირის სანქციების პასუხად, ლიტვისა და პოლონეთის მიმართულებით მიგრანტების გაგზავნა დაიწყო. 

მიგრანტების კრიზის გამო ლიტვა ბელარუსის საზღვარზე კედლის აშენებას და საზღვრის გამაგრებას გეგმავს. გარდა ამისა სასაზღვრო რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა ივლისის ბოლოს დაიწყო. ერთი კვირის წინ ლიტვიდან ბელარუსში საზღვრის დამრღვევთა ძალით დაბრუნება დაიწყო. ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ლატვიამაც.

კომენტარები