კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: თუ ასეთი ეპიდსიტუაცია იქნება, NCDC ვერ გასცემს სწავლის დაწყების რეკომენდაციას

თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იქნა 15 სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს სწავლის დაწყების რეკომენდაციას. მაგრამ ჩვენ ველით, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა, აცრების ინტენსიფიკაციამ, სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი. თუ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ზე დაბლა, დღეს გვაქვს, დაახლოებით, 10%-ის ფარგლებში, მაშინ დადგება საკითხი. 

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. ბოლო 24 საათში COVID-19-ით კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 6 208 შემთხვევა, დღიური დადებითობა 12.93%-ია.

კომენტარები