კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: თუ ლისის ტბაზე მარტო დარბიხართ, პირბადეს არ გთხოვთ, დანარჩენი სავალდებულოა

დღეს უკვე დაემატა გარე სივრცეში პირბადის ტარების სავალდებულოება, გარე სივრცეში ყველგან, გარდა იმისა, ახლა თუ დარბიხართ კუს ტბაზე, ლისის ტბაზე, არავინ მოგთხოვთ პირბადის ტარებას, თუ მარტო ხართ, მაგრამ დანარჩენ სივრცეში პირბადის ტარება იქნება სავალდებულო, ასევე შიდა სივრცეშიც. გამკაცრდება მონიტორინგიც შიდა სივრცეებში, აქაც რეკომენდაციაა, რომ უფრო მეტად გარე სივრცე იქნას გამოყენებული.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. დღეიდან, 17 აგვისტოდან, პირბადის გამოყენება შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა. 

კომენტარები