კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 6 208 შემთხვევა, დღიური დადებითობა 12.93%-ია

CDC/Science Photo Library

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 47 000-ზე მეტი ტესტი და დადასტურდა 6 208 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 539 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 12.93%, ბოლო 14 დღის - 10.63%, ხოლო ბოლო 7 დღის – 11.14%.

ინფიცირების 6 208 ახალი შემთხვევიდან თბილისში 2 540 გამოვლინდა, აჭარაში - 810, იმერეთში –782, ქვემო ქართლში – 307, შიდა ქართლში – 363, გურიაში – 172, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 368, კახეთში – 513, მცხეთა-მთიანეთში – 157, სამცხე-ჯავახეთში – 146, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 50.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 54 763-ია, საიდანაც 6 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 481 პაციენტი კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 44  317 პირი - საკუთარ სახლში.

ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 1 429 ადამიანი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდა 490 462 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 6 483 და გამოჯანმრთელდა 429 190 პირი.

კომენტარები