კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 676 შემთხვევა, დღიური დადებითობა 10.4%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 34 074 ტესტი და დადასტურდა 2 676 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 119 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.4%-ია, ბოლო 14 დღის – 10.47%, ხოლო 7 დღის – 11.09%.

ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან თბილისში 958 გამოვლინდა, აჭარაში - 538, იმერეთში – 319, ქვემო ქართლში – 115, შიდა ქართლში – 80, გურიაში – 77, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, კახეთში – 297, მცხეთა-მთიანეთში – 43, სამცხე-ჯავახეთში – 74, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 14.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 141-ია, საიდანაც 6 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 463 პაციენტი კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 41 692 პირი - საკუთარ სახლში.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 421 ადამიანი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდა 484 254 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 6 436 და გამოჯანმრთელდა 425 651 პირი.

კომენტარები