ჰაიტი

ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 1 200-ს აჭარბებს

Ralph Tedy Erol / EPA

ჰაიტიზე მომხდარი 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 1 200-ს აჭარბებს. მიწისძვრის შედეგად, დაახლოებით, 2 800 ადამიანი დაშავდა. 

CNN-ის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაინგრა 2 868 სახლი, ხოლო დაზიანდა 5 410.

მიწისძვრა 15 აგვისტოს დილას მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სენ-ლუი დუ სუდიდან 12 კილომეტრში იყო. დღის განმავლობაში ასევე გამოვლინდა, სულ მცირე, ხუთი განმეორებით ბიძგი.

ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრა 2010 წელსაც მოხდა, რომლის შედეგადაც 200 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები