ჰაიტი

ჰაიტიზე მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე 227 ადამიანი ემსხვერპლა

AP

ჰაიტიზე მომხდარ 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე 227 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. 

მიწისძვრის შედეგად დაინგრა და დაზიანდა ათობით შენობა, მათ შორის, ეკლესიები, სკოლები, სასტუმროები. დღის განმავლობაში ასევე გამოვლინდა სულ მცირე ხუთი განმეორებით ბიძგი.

მიწისძვრა 15 აგვისტოს დილას მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სენ-ლუი დუ სუდიდან 12 კილომეტრში იყო.

ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრა 2010 წელსაც მოხდა, რომლის შედეგადაც 200 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები