საქართველო-ბელარუსი

კრამონი შეთანხმებაზე: ძალიან საშიშია – მთავრობამ ლუკაშენკოს არ უნდა გადასცეს მოქალაქეები

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დადებულ შეთანხმებას ეხმაურება.

"ნამდვილად ძალიან საშიშია. რატომ დაიწყო საქართველომ შეთანხმების იმპლემენტაცია 5 წლის შემდეგ იმ სიტუაციაში, როდესაც ყველამ უარი თქვა ბელარუსთან თანამშრომლობაზე? საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს და ლუკაშენკოს არ უნდა გადასცეს ჟურნალისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები". – წერს კრამონი.

პირველ აგვისტოს ძალაში შევიდა ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დადებული თანამშრომლობის შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა 2016 წელს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ბელარუსის საკანონმდებლო ვებსაიტზე 13 აგვისტოს გამოქვეყნდა.

დოკუმენტი 14 თავისგან შედგება და მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

კომენტარები