მეტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ვაპირებთ, დამატებით დაახლოებით 1 200 საწარმოს დაფინანსებას. 2024 წლამდე ჩვენი მთავრობის მხრიდან მილიარდ ლარამდე იქნება მობილიზებული. ჯამში, 2.5 მილიარდი ჩაიდება ადგილობრივი წარმოების განვითარებაში. შედეგად, ვფიქრობთ, რომ შეიქმნება 100 000 ახალი სამუშაო ადგილი. პროგრამით აწარმოე საქართველოში უკვე შეიქმნა 20 000 ახალი სამუშაო ადგილი, დაფინანსებულია ასობით საწარმო და მილიარდი ლარია ბოლო 6 წელიწადში ინვესტირებული.
ასევე, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ყველა ქალაქი და მუნიციპალიტეტი გარდავქმნათ ეტაპობრივად ევროპული ტიპის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი. მთავრობამ შეიმუშავა გრძელვადიანი განვითარების ხედვა სექტორების მიხედვით, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა. გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა - ვიცით, რა და როდის უნდა გავაკეთოთ და როდის მივაღწევთ იმ სამიზნე მაჩვენებელს, რომელიც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.





