ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: ოპონენტებს ვპირდები, ყოველდღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს, არ მოვასვენებთ

ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონთ, როდესაც ვსაუბრობ მათ მძიმე შეცდომებზე კი არა, მათ მძიმე დანაშაულებზე ხალხის და ქვეყნის წინაშე, მაგრამ მე მათ ვპირდები, რომ მე მათ ყოველდღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს, არ მოვასვენებთ მათ, რადგან მათ, სანამ ექნებათ სურვილი პოლიტიკაში დარჩენის, მანამ შევახსენებთ მუდმივად მათ დანაშაულებს და შეცდომებს. ერთი მხრივ, ამით ვაზღვევთ ჩვენს მოსახლეობას შემდგომი განსაცდელებისგან და, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ განვითარებაზე, განვითარებაზე და მხოლოდ განვითარებაზე ჩვენ უნდა შევიტანოთ განვითარება ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ყველა მუნიციპალიტეტში.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების ყვარლის მერობის კანდიდატის წარდგენისას.

კომენტარები