თვითმმართველობის არჩევნები

დროა, ევსაქები და გირჩი - მეტი თავისუფლება თბილისში საერთო კანდიდატებს დააყენებენ

ფორმულა

ევროპული საქართველოგირჩი - მეტი თავისუფლება და დროა თბილისში მაჟორიტარობის ერთობლივ კანდიდატებს წარადგენენ. ნაციონალურ მოძრაობას თბილისში კანდიდატები არ ეყოლება.

"კოალიციის შეთავაზების ფარგლებში, დღეს შევთანხმდით, რომ თბილისში ჩვენი სამი პარტია შეთანხმებულად გავა მაჟორიტარების ნაწილში. ჩვენ მივესალმებით ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას, რომ თბილისში მაჟორიტარები არ დააყენოს და ეს დანარჩენ ოპოზიციას დაუთმოს". – თქვა ელენე ხოშტარიამ.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, საერთო კანდიდატებს კვირას წარადგენენ.

"კვირას მაჟორიტარულ კანდიდატებს გაგაცნობთ და მე იმედი მაქვს, სწორედ ისე როგორც აქ მოხდა, კრიტიკულ ნაწილს შორის ოპოზიციის შეჯერება ამ საკითხებზე, ასევე მოხდება შეჯერება სხვადასხვა კონფიგურაციით რეგიონებში და ეს მოხდება რამდენიმე დღეში და არა კვირების შემდეგ. ჩვენ უკვე დავაგვიანეთ, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე კიდე უფრო გვიან ან არასდროს.“ - თქვა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციის ნაწილის, გირჩი-მეტი თავისუფლება, დროა, ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, საერთო მერობის კანდიდატი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება. ქართული ოცნების - კახა კალაძე.

კომენტარები