მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: სუს-მა ჩემი ფეისბუქ გვერდი გატეხა და გაურკვეველი ტექსტი გაავრცელა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, სუს-მა უკვე მეორედ გატეხა  მისი ფეისბუქ გვერდი და გაურკვეველი ტექსტი გაავრცელა. 

"სუს-მა, როგორც ჩანს, მოახერხა მაინც ჩემი პეიჯის გატეხვა, უკვე მეორეჯერ, რაღაც სრულიად გაურკვეველი ტექსტით.
ახლა მივწერე Facebook-ს რომ დამატებით დაცვები დაამატოს.
მაინც არაფერი არ გამოგივათ, მეგობრებო, არც ერთ ამ თემაზე, რომელზეც ახლა ნერვიულობთ. რისი თქმა უნდოდათ ამ ტექსტით, ეგეც ვერ გავიგე ბოლომდე". – წერს სააკაშვილი. 

სააკაშვილი მისი გვერდიდან რამდენიმე საათით ადრე გავრცელებულ პოსტზე საუბრობს, რომელიც ფეისბუქიდან წაიშალა.

ფეისბუქიდან წაშლილი პოსტი

 

კომენტარები