ვაქცინაცია საქართველოში

ტიკარაძე: ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციაზე არ ვმსჯელობთ, თუმცა შეიძლება დადგეს მომენტი

ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციაზე ჩვენ არ ვმსჯელობთ. თუმცა, შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ვაქცინაცია გარკვეული სეგმენტის წარმომადგენლებისთვის, როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე ჩვენთანაც დადგეს პრაქტიკად. მაგრამ დარწმუნებული ვარ, შეიძლება ავირიდოთ მსგავსი მოთხოვნები და დავალებები სახელმწიფოს მხრიდან.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე. 10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 2 713 პაციენტი.

კომენტარები