საქართველოსთვის 2021

გახარია: ჯერ ნაცები უნდა დავამარცხოთ და მერე უნდა შევუდგეთ ხელისუფლებაში სრულად მოსვლას

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენც ოცნებიდან მოვდივართ - მეც ოცნებიდან მოვდივარ. ჩვენ ეს არც გაგვიკეთებია და არ უნდა ვიკადროთ - ჩვენი წარსული არ უნდა ვლანძღოთ და ვაძაგოთ - იმისდა მიუხედავად, იმათმა რაც არ უნდა იკადრონ. იქ ჩვენი ბევრი ღირსეული მეგობარი დარჩა. ოცნებაში მთავარი პრობლემა იყო, რომ  რაღაც მომენტში პარტიამ უბრალოდ გადაწყვიტა - პარტიის იმ ვიღაც ახალმა გამოჩეკილმა ბოსებმა გადაწყვიტეს, რომ პარტიის ინტერესები უნდა დაეყენებინათ ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებზე უფრო მაღლა. ეს იყო ჩემთვის მიუღებელი და ამიტომ წამოვედი.

ზოგიერთმა ვერც გაიგო რას ნიშნავს, როცა ვთქვით, რომ არავის წინააღმდეგ არა ვართ. ზოგიერთმა ისიც ვერ გაიგო, როცა ვთქვით, რომ ჩვენ ჯერ ნაცები უნდა დავამარცხოთ და მერე უნდა შევუდგეთ ხელისუფლებაში სრულად მოსვლას. რატომ ვამბობ ამას - რა თქმა უნდა, ჩვენ აქ უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ ნაცების დამარცხება ჩემს გაგებაში ნიშნავს იმას, რომ 9 წლის შემდეგაც, როდესაც ამ ხალხმა ჩვევა და რიტორიკა არ შეიცვალა და მაინც პარლამენტში შევარდნით და ძალადობით უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა - არ შეიძლება რომ ამ პარტიას ქონდეს იმხელა მხარდაჭერა, რომ მეორე იყოს და ყოველთვის ყველაზე დიდ ოპოზიციას ეძახდეს თავის თავს.  ეს ვიგულისხმე, ეს ძალიან სწორია და დღესაც ამავე აზრზე ვარ.

საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ქარელში მხარდამჭერებს შეხვდა. 

კომენტარები