კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 236 შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.54%-ია

VERGE

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 23 439 ტესტი და დადასტურდა 2 236 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 146 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.54%-ია, ბოლო 14 დღის – 8.74% ხოლო 7 დღის – 9.75%.

ინფიცირების 2 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარა – 499, იმერეთი – 177, ქვემო ქართლი – 100, შიდა ქართლი – 90, გურია – 38, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 126, კახეთი – 165, მცხეთა-მთიანეთი – 56, სამცხე-ჯავახეთი – 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 40 233, საიდანაც: 6 641 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 125, აჭარაში – 874, იმერეთში – 959. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 328 პირი, მათ შორის, თბილისში – 587, აჭარაში – 134, იმერეთში – 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი,  მათგან თბილისში – 190, აჭარაში – 21, იმერეთში – 18.

9 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 450 149 შემთხვევა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 6 128 პირი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 403 762 ადამიანი.

კომენტარები